კოლორადოში პოლიციელებმა ბუს ბარტყი „დაჰკითხეს“ – ვიდეო

ინტერნეტში ამერიკელი პოლიციელების და გზაზე მჯდომი ბუს ბარტყის შეხვედრის ფოტოები და ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი უახლოვდება პატარა ბუს და ეუბნება მას – „გამარჯობა, როგორ ხარ?“. პოლიციელების თქმით, ბუს მათთვის პასუხი არ გაუცია, ის მხოლოდ „საეჭვოდ ატრიალებდა თავს“. ამის შემდეგ, პოლიციელთა განცხადებით, ბუს მამაცი ბარტყი აფრინდა და თვალს მიეფარა.
საინტერესოა, რომ პოლიციელების ინფორმაციით, ეს შეხვედრა კოლორადოს შტატის ქალაქ ნედერლენდის მახლობლად შედგა. თუმცა ზუსტ ადგილს სამართალდამცველები არ ასახელებენ, რათა ბუს ბუდე საფრთხეში არ ჩააგდონ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=zVI4S1Y1Zjo[/youtube]

2AD2459B00000578-3173998-image-m-23_1437794874192

2AD1ED8100000578-3173998-image-a-5_1437794756703

კომენტარები

სხვა სიახლეები