კლეპტომანი ვარსკვლავები

ბაცაცებს „კულტურულად” კლეპტომანებს ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე არც ისე უწყინარ ქურდობებს ეხება. საინტერესოა რომ ამ „საპატიო ხელობით“ ჰოლივუდელი ქალბატონებიც აქტიურად არიან დაკავებულები.

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „USA Today“ „სუსტი სქესის“ ვარსკვლავთა „ქურდული” სამეული გამოაქვეყნა.

უცოდველსახიანმა უაინონა რაიდერმა სულ 124 ათასი დოლარის ძვირფასეულობა და 5 ათასი დოლარის ტანსაცმელი მოიპარა.

მეორე ადგილზეა „ყაჩაღი” ლინდსი ლოჰანი. მან 2.500 დოლარის ძვირფასეულობა, 25 ათასის სუნამოები და 35-ათასიანი საათი „როლექსი” აწაპნა.

მესამეზე კი „გულმავიწყი” მილიარდერი პერის ჰილტონია, რომლის „მონაპოვარი” სულ რაღაც 60-ათასდოლარიანი გულსაკიდია.

წყარო: http://gurianews.com

კომენტარები

სხვა სიახლეები