კირა ნაითლის კბილებით შესრულებული “დესპასიტო” ( ვიდეო)

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კირა ნაითლიმ თაყვანისმცემლები ფარული ნიჭით გააკვირვა. ჯიმი ფელონის პოპულარულ ღამის შოუში მან ცნობილი ჰიტის Despacito -ს მელოდია კბილებით შეასრულა. თავდაპირველად მან მიკროფონში ცნობილი „Raindrops Keep Fallin ‘on My Head“ შეასრულა, შემდეგ კი წამყვანის თხოვნით Despacito-ს დაკვრაც არ დაიზარა. მისი თქმით, ეს უნარი მან სკოლაში გამოიმუშავა და ახლა შეუძლია ნებისმიერი მელოდია კბილებით დაუკრას.
შოუში ნაითლიმ თავის პატარა შვილზეც ისაუბრა, რომელსაც ძალიან უყვარს ამერიკული მულტფილმის Paw Patrol-ის გმირები. მსახიობმა შოუს მიმდინარეობისას მუსიკოს ქმარზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თავად მუსიკალურ ინტსტუმენტებთან ან სიმღერასთან კავშირი არა აქვს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები