“კიმ – ქრაში“- ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)

უკრაინის ნიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი სოციალურ ქსელებში სუპერვარსკვლავი გახდა. სანამ რუსული ჯარები ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, კიმი თავისი ოპტიმიზმით ცდილობს მოსახლეობას მხარი დაუჭიროს.

კიმი ეთნიკურად კორეელია, მაგრამ ყველა ვიდეოს რუსულ ენაზე იწერს. თავის „ტელეგრამის“ არხში ის ფრონტიდან ახალ ამბებზე საუბრობს, მოსახლეობას რჩევებს აძლევს და ხუმრობს. მისი ფოტოები „მიმებად“ იქვა და გოგონები მას საკუთარ „ქრაშს“ უწოდებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები