კიმ კარდაშიანმა „ინტერნეტოსკარი“ მიიღო

 

კიმ კარდაშიანმა ცერემონია Webby Awards-ზე მიიღო ჯილდო, რომელსაც „ინტერნეტოსკარს“ უწოდებენ. პრემიის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში კიმის უპრეცედენტო წარმატება და მისი თამამი შემოქმედებითი იდეები აღნიშნეს. სცენაზე გამოსულმა კიმმა კი მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა: „გულახდილი სელფის გადაღებას სიკვდილამდე გავაგრძელებ!“
ცნობისთვის, Webby Awards-ი საერთაშორისო პროფესიონალური ინტერნეტპრემიაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში საუკეთესო ვებპროექტებს ავლენს. მისი ლაურეატები იყვნენ ისეთი პროექტების ავტორები, როგორიცაა: Amazon, eBay, iTunes, Google, Wikipedia, YouTube.

კომენტარები

სხვა სიახლეები