კიმ კარდაშიანი ქმარს ეყრება

ვარსკვლავურ წყვილს, კენი უესტს და კიმ კარდაშიანს ურთიერთობებში კრიზისი აქვთ. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მათი პრობლემების მიზეზი რეპერის მძიმე ხასიათი და არაკონტროლირებადი აფექტი გახდა.

რამდენიმე დღის წინ კენი უესტმა პირდაპირ ეთერში შეურახყოფა მიაყენა ტეილორ სვიფტს. მან იქვე დასძინა, რომ სვიფტისგან ვარსკვლავი სწორედ მან შექმნა და ის რეპერთან ვალშია. მისი ემოციური გამოსვლები, როგორც ჩანს, სტრესული მდგომარეობითაა განპირობებული. რეპერს დიდი ფინანსური ვალი აქვს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებს. მისმა სტრესულმა განწყობამ ცოლ-ქმარს შორისაც დაძაბა ურთიერთობა. როგორც უცხოელი ჟურნალისტები წერენ, კარდაშიანი აღარ აპირებს, ქმრის „გამოხტომებს“ შეეგუოს და განქორწინებას გეგმავს. კარდაშიანმა ადვოკატს განქორწინების პროცესის დაწყების თხოვნით უკვე მიმართა. კენი უესტს სიბრაზისა და ემოციის მართვის კუთხით ადრეც ჰქონდა პრობლემები, თუმცა მაშინ ის მკურნალობას დათანხმდა, თუმცა ამჯერად რეპერი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები