კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-14 ივნისი

მართალია, ორშაბათი მძიმე დღეა მაგრამ ამ კვირის ორშაბათი საკმაოდ პროდუქტიულიც იქნება თუკი საკმარის სითამამეს და წინდახედულებას გამოიჩენთ. პლანეტარული განლაგება კარგ პერსპექტივას იძლევა საიმისოდ რომ უშუალო უფროსობასთან და ზემდგომებთან გარკვეული საკითხები შეათანხმოთ, თქვენთვის მომგებიანი ფინალით. კარგი პერიოდია იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად.

კვირის დასაწყისში ასევე პოზიტიურად შეიძლება გადაწყდეს პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემები, ამ მხრივ შესაძლოა დიდი როლი ითამაშონ უფროსმა მეგობრებმა ან ასაკოვანმა ნათესავებმა. 8-9 ივნისის პერიოდი კარგია ასევე ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.

12 ივნისიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული ფაზიდან, რომელშიც იგი ბოლო პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა ისევ დაბრუნდება სტაციონარულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის შემდგომ ადამიანებს შორის ურთიერთგაგების, ინფორმაციის სწორად მიღება-გადაცემა-ათვისების დონე საგრძნობლად მოიმატებს. შესაძლებელი გახდება ხანგრძლივმოქმედი საქმიანი თუ ფინანსური საკითხების მოგვარება ან წამოწყება.

კვირის შუა პერიოდში, იმის გათვალისწინებით რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა უკვე ლომის ზოდიაქოშია და პლანეტა მერკურთან გააკეთებს დადებით ასპექტს გამოხატული იქნება რომანტიული ნაცნობობა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, ძირითადად გადაადგილებისას (ქუჩაში) ან მოკლე მანძილზე მგზავრობისას ტრანსპორტით.

კვირის ბოლოს მზის და მარსის ასპექტის გამო, მოიმატებს კონფლიქტებისა და კამათში მოწინააღმდეგის ნებისმიერ ფასად დამარცხების მოთხოვნილება ადამიანებში. სასურველია უარი თქვათ აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებაზე, ფრთხილად ატაროთ მანაქანა, ნაკლებად წახვიდეთ რისკზე და მაქსიმალური სიმშვიდით გაატაროთ უქმეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზღვეული არ იქნებით ტრავმებისგან როგორც ფიზიკური, ისე სულიერ-ემოციური თვალსაზრისით.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები