კვიპროსში მართლმადიდებლები “ევროვიზიის” კონკურსანტის სიმღერას აპროტესტებენ

კვიპროსში მართლმადიდებლები  ელენა ცაგრინას სიმღერას El Diablo– ს აპროტესტებენ, რომლითაც ის “ევროვიზიაზე” უნდა წარსდგეს.
პროტესტანტები მიიჩნევენ რომ ეს სიმღერა არის “ბნელი ძალების საგალობელი”, იგი “აღიარებს ადამიანის ბნელი ძალებისადმი მორჩილებას და ამცირებს და შეურაცხყოფს ხალხს.

მათ  საპროტესტო რეზოლუცია  კვიპროსის სამაუწყებლო ტელერადიო კორპორაციის ახალი ამბების დირექტორს, გადასცეს  სადაც აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეირჩეს სხვა კომპოზიცია “ევროვიზიაზე”, წარსადგენად რომელიც “ხაზს გაუსვამს კვიპროსის სახელმწიფოსა და ბერძნული მართლმადიდებლური საზოგადოების გადარჩენის პრობლემას”.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში კი აღნიშნულია რომ   სიმღერა El Diablo- ს არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმის პროპაგანდასთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები