კემბრიჯის ყველაზე ლამაზი სტუდენტები კალენდრისთვის გაშიშვლდნენ (ფოტოკოლაჟი)

კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე ლამაზმა სტუდენტებმა „შიშველი” კალენდრისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს.
2019 წლის „შიშველ“ კალენდარზე, უნივერსიტეტის საუკეთესო სპორტსმენები და ყველაზე ლამაზი გოგონები არიან წარმოდგენილნი.
თამამი ფოტოგადაღება კემბრიჯის ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ ადგილებში მიმდინარეობდა: მათემატიკურ ხიდზე, ბიბლიოთეკაში და მუზეუმშიც კი.
„ძალიან მოგვეწონა კალენდრის გაკეთება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრე გვიწევდა ადგომა, რათა ფოტოების გადაღება ხალხის გამოჩენამდე მოგვესწრო”, – ამბობს, ფოტოსესიის ერთ-ერთი მონაწილე.
სტუდენტებს გადაღება თებერვალშიც კი უწევდათ, მაშინ, როცა თოვდა და ყინავდა, მაგრამ ისინი არ წუწუნებდნენ, რადგან ღონისძიების დიდ მნიშვნელობას ხვდებოდნენ.
აღნისანიშნავია, რომ გადაღების ორგანიზატორების თქმით, კადრები თითქმის არც ყოფილა დამუშავებული-კემბრიჯის სტუდენტები რეალურად ასე მშვენივრად გამოიყურებიან.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კალენდარს საქველმოქმედო სტატუსი აქვს-კალენდარი 10 ფუნტი ეღირება. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ოთხ საქველმოქმედო ფონდში.
ამგვარად, სტუდენტები დაეხმარებიან გაუპატიურების მსხვერპლებს, ბავშვებს გაჭირვებული ქვეყნებიდან და ადამიანებს, რომლებსაც კვებითი აშლილობები აქვთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები