კეიტ ბლანშეტმა ბისექსუალობა აღიარა

45 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა და ოთხი შვილის დედამ, კეიტ ბლანშეტმა ამერიკულ ჟურნალ „ვარიეტის“ შოკისმომგვრელი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა ჟურნალს განუცხადა, რომ იგი დაინტერესებულია ქალებთან ურთიერთობით და ბოლო დროს მრავალი ლამაზი რომანი ჰქონდა მათთან. ის ასევე აღნიშნავს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სულაც არ არის სამარცხვინო და ისევე კარგად გრძნობს ქალებთან ურთიერთობაში თავს, როგორც მამაკაცებთან.
კეიტ ბლანშეტის ინტერვიუმ მისი თაყვანისმცემლები აღაშფოთა, რადგანაც მისი ოჯახური ცხოვრებიდან გამომდინარე, არავინ ელოდა მსგავს სიახლეს. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ყოველთვის გამოირჩევა მკაცრი, მამაკაცური ჩაცმულობის სტილით.

კომენტარები

სხვა სიახლეები