კახი კალაძე : “მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე ადგილს ვაფართოებთ” (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას უპასუხა.
“ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არიან ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=QbiXpDZL6UU&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები