”კაცობაზე ხელი ავიღე, ცოლს უფლება მივეცი, რომ საყვარელი ჰყავდეს…”

ბესო ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც მოუნდა, საკუთარი პრობლემის შესახებ საზოგადოებისთვის მოეყოლა. ჰგონია, რომ ამ ნაბიჯს წლების შემდეგ შვილები არ აპატიებენ, მაგრამ მიაჩნია, რომ ცოლმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

– თიკა 15 წლის იყო, ცოლად რომ მოვიყვანე. ვაღიარებ, მოვიტაცე, არ ვუყვარდი. მასზე ხუთი წლით უფროსი ვიყავი. დედა 17 წლის ასაკში დამეღუპა და მე და მამას ძალიან გვიჭირდა მარტო ცხოვრება. მამა მეუბნებოდა, დაქორწინდი, მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ და რძალი ორივეს მოგვხედავსო. თიკა სულ სამჯერ მყავდა ნანახი და ისე მოვიტაცე. მგონია, რომ ამ სულელური ნაბიჯისთვის ვისჯები.

– მეუღლეს არ შეუყვარდი?
– ორი თვე ახლოს არ მიკარებდა. მეუბნებოდა, რომ ვეზიზღებოდი, ბოლოს თავის ბედს შეეგუა და შვილის შეძენის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. უკვე ექვსი წელია ერთად ვართ, პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგონა. რაღაცნაირად დავწყნარდი, ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა, სანამ ერთ დღეს მამაჩემმა არ გამოგვიცხდა, რომ ცოლს ირთავდა. ჩემზე მეტად სახლში მეორე დიასახლისის გამოჩენა თიკას არ ესიამოვნა, მეხვეწებოდა, ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლადო, მაგრამ დიდი ბინა გვაქვს და ქირით ცხოვრება ზედმეტ ხარჯად მიმაჩნდა. ახლა ვნანობ, რომ არ დავუჯერე, იქნებ, დღეს ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

– დედინაცვლის გამოჩენამ სახლში რა შეცვალა?
– ცუდი ქალი არ იყო, მაგრამ ჩემმა ცოლმა ამოიჩემა, ამბობდა, უკან დამდევს და მითვალთვალებსო. ერთხელ ისიც მითხრა, ტელეფონში ჩემი მესიჯები წაიკითხაო. არადა, ლენას მსგავსს ვერაფერს ვატყობდი. მამაც ბედნიერი იყო, დედინაცვალი ბავშვებს გვიზრდიდა და თიკასაც უფრო მეტი დრო ჰქონდა საკუთარი თავისთვის.

– მუშაობა ხომ არ დაიწყო?
– არა, მაგრამ პერიოდულად შინ მოსვლას აგვიანებდა და ამბობდა, რომ კლასელებს შეხვდა და მათთან ერთად გაატარა დრო. 15 წლის ბავშვს ცხოვრება დავუნგრიე. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ყველაფერს მოაკლდა და ამიტომ უფლებას ვაძლევდი, მეგობრებთან ერთად თუნდაც საღამოს სადმე კაფეში დამჯდარიყო ან მათთან სტუმრად მისულიყო. ერთადერთი არ მესიამოვნა, როდესაც ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთ მეგობართან რჩებოდა, ვეხვეწე, რომ მივიდოდი და წამოვიყვანდი, მაგრამ მისამართი არ მითხრა. მთხოვა, ორ დღეში თხოვდება, გოგონები მასთან ვრჩებით და ამის უფლება მომეციო. ის ღამე ნერვიულობაში გავათენე. დილას ლენამ მითხრა, რომ ჩემი ცოლი რამდენჯერმე ერთსა და იმავე ბიჭთან ერთად დაინახა, რომელმაც კორპუსის სიახლოვეს მანქანიდან ჩამოსვა და უკვე მეზობლებიც ლაპარაკობდნენ, რომ თიკა მღალატობდა.

– აქამდე არ ეჭვიანობდი?
– არა, ძალიან ვენდობოდი და თან მჯეროდა, რომ შევუყვარდი. სხვა თუ არაფერი, ორი შვილი მაჩუქა და ვფიქრობდი, რომ საკუთარ შვილებს არ აკადრებდა. იმ დღეს სახლში დაბრუ-ნებულ ცოლს ფიზიკურად გავუსწორდი. ყველაფერი ჩემს დედინაცვალს დააბრალა, ბავშვები დაგვიტოვა და გაიქცა. ერთი კვირა არ გამოჩენილა, ბოლოს დამირეკა და მითხრა, რომ დედამისთანაც ვერ ჩერდებოდა და სახლში უნდოდა დაბრუნება.

– ალბათ, შვილებიც ენატრებოდა…
– არ ვიცი, მაგაზე თავს ვეღარ დავდებ, რადგან დაბრუნებულმა გამომიცხადა, რომ სხვა შეუყვარდა და უკვე

სამი თვე იყო მას ხვდებოდა. თან დააყოლა, შენთანაც ვიქნები და მასთანაც. ის ცოლად არ მომიყვანს ორშვილიან გოგოს და შენთან თავშესაფარი მექნებაო. იმ დღეს ისევ ფიზიკურად გავუსწორდი, მთელი ღამე ტიროდა და მთხოვდა, არ გამეგდო. იმ ღამიდან უკვე ერთი თვე გავიდა და ისევ ერთად ვცხოვრობთ. ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკური ურთიერ-თობა არ გვქონია, მაგრამ ერთად გვძინავს და გამოდის, რომ კაცობაზე ხელი ავიღე, ცოლს უფლება მივეცი, რომ საყვარელი ჰყავდეს… ვიცი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ამას არ მაპატიებენ, რადგან თიკა არაფერს მალავს და საყვარელი კორპუსამდე აცილებს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მეცოდება, მესმის მისი, რომ არ ვუ-ყვარვარ და მაინც ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღე ვხედავ.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები