კარტოფილი და ხორცი ქოთანში

ინგრედიენტები: კარტოფილი – 1 კგ, ძროხის ხორცი – 1 კგ, სტაფილო – 200 გრ, ხახვი – 200 გრ, ტომატპასტა – 5 სადილის კოვზი, ზეთი, მარილი, წიწაკა.

მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვდაღოთ. სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ და ხახვს დავუმატოთ მოსათუშად. ხორცი საშუალო ნაწილებად დავჭრათ. შემდეგ ხახვსა და სტაფილოს დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ და შევწვათ. ტომატპასტა დავუმატოთ და 20 წუთით ცეცხლზე დავტოვოთ. კარტოფილი გავფცქვნათ და კუბიკებად დავჭრათ. ცალკე ტაფაზე შევაყვითლოთ. შემდეგ ქოთანში მოვათავსოთ, ზემოდან ხორცი დავუმატოთ და თავსახური დავაფაროთ. ბოლოს ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები