კანაპე – საჩუქარი საახალწლოდ

 

   ინგრედიენტები:
თეთრი პური – 1 ცალი,
ყველი ბრინზა – 250 გრ,
შავი ხიზილალა – 100 გრ
, ყველი ,,პრეზიდენტის“ ფირფიტები – 50 გრ,
მწვანე ხახვი – 1 შეკვრა.
მომზადების წესი: პური და ბრინზა თხელ ნაჭრებად დავჭრათ. პურს ქერქი მოვაცალოთ. კანაპე შემდეგი თანამიმდევრობით ავაწყოთ: პურის ნაჭერი, შემდეგ ყველის ფირფიტა, ხიზილალა, ბრინზა, ისევ პური, ფირფიტა, ხიზილალა და ბრინზა. ბოლოს კი თითოეულ კანაპეს მწვანე ხახვით ბაფთი გავუკეთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები