კალიფორნიაში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლებიც დაიწვა – რას წერენ ისინი

კალიფორნიაში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, ცნობილი სახეების სახლებიც დაიწვა. ამის შესახებ თითოეულმა მათგანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
კიმ, ქლოე და კორტნი კარდაშიანების, სახლები, რომლებიც ხანძრის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობდა, სრულიად დაიწვა.

კიმ კარდაშიანი იმ დროს მეუღლესთან, ქენიე ვესტთან და შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა. მათ ხანძარს თავი დააღწიეს.

მომღერალი შერი წერს, რომ ძალიან ნერვიულობს სახლზე, რომელიც მალიბუზე აქვს, რადგან ის არ ფლობს ინფორმაციას, გადარჩა თუ განადგურდა მისი საცხოვრებელი.

რეჟისორმა სკოტ დერიკსონმა დაწერა, რომ მისი სახლი ხანძარმა უკვე გაანადგურა.

რაც შეეხება ლეიდი გაგას, როგორც მომღერალმა დაწერა, ის კალიფორნიაში, შინ იმყოფებოდა, როცა ევაკუაცია დაიწყო და სახლის დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ რომ კალიფორნიაში, ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც ხუთშაბათიდან მოყოლებული მძვინვარებს, ქალაქი პარადაისი გაანადგურა. ხანძრის შედეგად, ათასობით სახლი დაიწვა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი და ევაკუირებულია 50 ათასი.

კომენტარები

სხვა სიახლეები