იუნა შაფათავა იდეალური მამაკაცური ღირსებისა და სექსის შესახებ

შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა გულახდილობის რთულად გასავლელი ტესტია. ერთ-ერთი გაბედული რესპონდენტი იუნა შაფათავაა, რომელმაც ჩვენ მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე საკმაოდ თამამი პასუხები გაგვცა. მისი გულწრფელობის ხარისხი კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

– თქვენი რომელი საქციელის შეგრცხვენიათ ყველაზე მეტად?
– მრცხვენია, რომ ოფიციალურად გავთხოვდი. ჩემს პრინციპებს ვუღალატე, ნათესავებსა და ახლობლებთან კომპრომისზე წავედი და ანგარიში გავუწიე მათ. ვნანობ, მეორედ ამ შეცდომას არ გავიმეორებ. სიყვარულს შტამპები არ სჭირდება.
– მეგობრის შეყვარებულთან ან მეუღლესთან ხომ არ გაგიბამთ ფლირტი ან ინტიმური ურთიერთობა ხომ არ გქონიათ?
– არასოდეს.
– ეროტიკულ ფილმში ითამაშებდით?
– ეს ჩემი პირდაპირი ამპლუაა და კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით ვითამაშებ.
– ოცნების ასახდენად პრინციპებს დათმობთ?
– ”მიზანი ამართლებს საშუალებას”. აუცილებლად.
– ”ყველას აქვს კარადაში ჩონჩხი”. თქვენს კარადაში რა ჩონჩხი იმალება?
– ჩემი ყველა ჩონჩხი ისეთი მსუქანია, კარადაში ვერ ეტევა (იღიმის). არაფერს ვმალავ კარადაში, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო. ეს ჩონჩხები ძილს დამაკარგვინებდა, ამიტომ ჩემთვის არაფერს ვინახავ.
– ბოდიშს იხდით ხომლე?
– საკმაოდ ზრდილობიანი ვარ. თუ უხეშად ვიქცევი, აუცილებლად ბოდიშს ვიხდი, ვისთანაც საჭიროდ ვთვლი.
– გიქურდიათ?
– არასოდეს. ერთხელ სიზმარში საფერფლე მოვიპარე და სანამ არ დავაბრუნე, არ დავწყნარდი. ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში ჩემი საყვარლის სეიფიდან ფული გავიტანე და მინდა გითხრათ, სასიამოვნო იყო.
– თვითმფრინავი რომ ვარდებოდეს და თქვენ გვერდით მჯდომი ბავშვი პარაშუტის გარეშე რჩებოდეს, თქვენსას დაუთმობდით?
– დაუფიქრებლად, აუცილებლად.
– დაასახელეთ სურვილი, რომელიც გაგჩენიათ, მაგრამ არავისთვის გაგიმხელიათ, უახლოესი ადამიანისთვისაც კი.
– ალბათ, საერთაშორისო კინოპრემია. საერთაშორისო კინოში თამაში გენიალურ რეჟისორებთან. თუმცა ეს ისედაც გასაგებია.
– გქონიათ თუ არა ლესბოსური გამოცდილება და რას ფიქრობთ ამ თემაზე?
– მქონია ყველანაირი სექსუალური გამოცდილება. სექსში აკრძალული არაფერია. სინამდვილეში ამის აფიშირებას ზოგიერთი იაფფასიან პიარად იყენებს. ყველა გამოცდილება რჩება იქ, სადაც მას მივიღებთ. სექსში პიროვნების ხასიათი ბოლომდე იხსნება, ამიტომ ვცდილობ, ყველანაირად გავიცნო ადამიანები და ამისთვის ამ გზასაც ვიყენებ. ეს ჩემი მომავალი ბიზნესისთვის მჭირდება. თუმცა ”ოქრო ყოველთვის არ ბრწყინავს”.
– რომელია ყველაზე ექსტრემალური ადგილი, სადაც სექსი გქონიათ?
– ძალიან ბევრ ადგილას მქონია, თვითმფრინავშიც, მათ შორის. ყველაზე მეტად მინდოდა თბილისში, მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალზე. ისიც შევასრულე. ახლა ვფიქრობ, ვინ შემომთავაზებს მარინა ბეი სენდის კურორტზე, სინგაპურში ან დუბაიში, აუზზეც საინტერესო იქნებოდა. მიყვარს აკრძალული ხილი.
– ბინძური ხერხებით შური გიძიებიათ?
– შურისძიება არ მომწონს თავისი შინაარსით. არ მგონია, ვინმე მიღირდეს იმად, რომ შური ვიძიო მასზე. ცხოვრებისეული ლოგიკა მაინც საბოლოოდ ბალანსს თვითონ აღადგენს. თუ საჭიროა ჩემი ჩარევა, განგება ჩამრევს. ჩვენ მხოლოდ მისი ინსტრუმენტები ვართ…
– შეგიძლიათ თუ არა, მოკლათ კაცი და თუ კი, რისი გულისთვის?
– პაციფისტი ვარ. ქრისტიანი ვარ და ძალიან გამიჭირდება. არ მინდა ვთქვა, რადგან ძირითადად, რისიც გეშინია, ის ხდება. ვთხოვ განგებას, არ დამჭირდეს ვინმეს მოკვლა. მანქანის საჭესთან იმიტომ არ ვჯდები, რომ ავარია არ მომივიდეს და მე არ გავხდე უბედურების მიზეზი. მკვლელობას ჩემი ხელით ან ჩემ გამო საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, ასე მგონია.
– ყველაზე მეტად რა საგნები იწვევს თქვენში ბინძურ ფანტაზიებს?
– არ მგონია, რაიმე ბინძური იყოს ჩემს ფანტაზიებში. ლამაზი სხეული, ინტერიერი, ცხოვრება, კარგი მუსიკა და ფანტაზიებიც შესაბამისად ლამაზია.
– რა ზომის უნდა იყოს იდეალური პენისი?
– იდეალური უნდა იყოს მამაკაცი და მისი შესაძლებლობები და არა მისი პენისი. როდესაც კაცმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ქალი მის გვერდით იყოს ლედი, მაშინ სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება მხოლოდ ფიზიოლოგიას – ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებზეა დამოკიდებული, ყველას სხვადასხვა ზომა ერგება, ფეხსაცმელივით. თუმცა, ყველაზე მეტად ყოყოჩობს ის, ვისაც თითქმის არაფერი აქვს შარვალში. რას იზამ,

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები