იტალიაში გიგანტური თევზი დაიჭირეს (ვიდეო)

ჩრდილოეთ იტალიაში ტყუპმა ძმებმა დინო და დარიო ფერარებმა გიგანტური თევზი დაიჭირეს. სიგრძეში ის 3 მეტრს აღწევს, წონით კი 130- მდე კილოგრამს იწონის. “სომას” სახეობის თევზი აქამდე დაჭერილ თევზთა შორის ყველაზე დიდია. ძმებმა განაცხადეს, რომ თევზის დასაჭერად მათ დიდი შრომა გასწიეს, ხოლო წყლიდან ამოყვანას 40-მდე წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაჭერის შემდეგ ძმებმა თევზი ისევ წყალში გაუშვეს. ჟურნალისტებმა “სომას” სახეობის თევზს მონსტრი შეარქვეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=wTKPUEkCP0I[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები