“ის ცრემლები, რაც თქვენ ნახეთ, ნამდვილი იყო” – ირაკლი ჩხიკვაძე

,,ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლოს სერიამ დიდი ემოცია და აზრთა სხვაობა გამოიწვია მაყურებელში. დეტექტივი აკაკი შუკაკიძე ქვრივი აღმოჩნდა. მას ცოლი და შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, თუმცა ამას არ იმჩნევს და ისე იქცევა, თითქოს ოჯახი მასთან ერთად ცხოვრობს. Mshoblebi-ge აკაკის როლის შემსრულებელს, მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძეს დაუკავშირდა.
– ჩემი გმირი ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ამ ამბავს ღირსეულად უმკლავდება. რაც მთავარია, არის ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი.
გუშინდელი სერიის მერე ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ყველას სხვადასხვანაირი აღქმა აქვს ამ ამბის.
ზოგმა ცუდად აღიქვა, ზოგმა კარგად. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი იყო.
– არ გაგიჭირდათ ამ სცენის თამაში?
– სხვათა შორის, არა, საინტერესო იყო ამ სცენაზე მუშაობა. სიამოვნება უფრო მივიღე, ვიდრე გამიჭირდა.
– ცრემლები ნამდვილი იყო?
– თავიდან იყო მცდლობა, რომ ხელოვნური ყოფილიყო, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. არ გამოდიოდა ბუნებრივი. შემდეგ ცოტა ხანი შესვენება ავიღე, რეჟისორიც მენდო ამ საკითხში და შემდეგ ის ცრემლები, რაც თქვენ ნახეთ, ნამდვილი იყო.
– როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დარჩება თქვენი პერსონაჟი სერიალში?
– ეს მხოლოდ ქეთი დევდარიანმა იცის. ვნახოთ, რა იქნება.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები