“ისტორია მეორდება” – აღშფოთებული პრინცი და პანიკაში ჩავარდნილი ბრიტანული პრესა

“ეს უნდა შეწყდეს, ისტორია მეორდება”, – მიმართავს პრინცი ჰარი, Cosmopolitan -ის Daily Mail-ისა და The Sun-ის ჟურნალისტებს.
“საუბედუროდ, ჩემი მეუღლე, ბრიტანული ტაბლოიდებისა და გამოცემების მსხვერპლია. მეგანი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი იყო. არ მინდა ის განმეროდეს, რაც პრინცესა დაიანას დროს ხდებოდა. მაგრამ, მგონია, რომ სამწუხაროდ ისტორია მეორდება. არ შეიძლება ადამიანის მდგომარეობა ან ქმედება რეიტინგის ასამაღლებად გამოყენებული იქნას. მათ შეუძლიათ არასწორი ან თუნდაც შეთხზული ინფორმაცია გაავრცელონ არამარტო მეგანის, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანის შესახებ”, – ამბობს პრინცი ჰარი და ზემოთ აღნიშნული გამოცემების მიმართ სამართლებრივი ქმედებების დაწყებას გეგმავს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ედავება სამეფო ოჯახი გამომცემლობებს მაგრამ სავარაუდოდ ეს მეგან მარკლისა და მამამისი ელექტრონულ მიმოწერას ეხება რომელიც The Sun -მა უკანონოდ და გადამოწმების გარეშე გაავრცელა.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები