ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს პიკანტური ფოტოები გადაუღეს

32 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი და მისი ბოიფრენდი, მსახიობი ბრედლი კუპერი პაპარაცებმა გამოიჭირეს. წყვილმა აბეზარი ფოტოგრაფები საბოლოოდ მაინც შეამჩნია, მაგრამ დისკომფორტი არ უგრძვნიათ. შეიკი თავის ვარსკვლავ ბოიფრენდთან ერთად, დასასვენებლად იტალიაში, კურორტ პოზიტანოზე გაემგზავრა. ისინი პლიაჟზე ატარებდნენ დროს, როდესაც პაპარაცებმა დააფიქსირეს და არაერთი პიკანტური ფოტო გადაუღეს.
ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე ჩანს, რომ ვარდისფერ ბიკინიში გამოწყობილი ირინა საყვარელ ადამიანს ხელს უკანალზე კიდებს, რაც ორივე მათგანის ღიმილს იწვევს. ბრედლი კუპერი კი მას, შეზლონგზე წოლისას, ზურგის მასაჟს უკეთებს. ამის მერე, წყვილი ერთად წიგნს კითხულობდა და კუპერის ტელეფონსაც ათვალიერებდა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, შეყვარებულები დროს მშვენივრად ატარებდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებოდნენ. ისინი ერთმანეთს უკვე სამი წელია ხვდებიან, ჰყავთ ერთი საერთო შვილიც, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობენ.
თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელიან, რომ ირინა და ბრედლი მათ გრანდიოზული ქორწილით გაახარებენ, თუმცა ყველა ჭორი ამის შესახებ, ჯერჯერობით, უსაფუძვლოა.

კომენტარები

სხვა სიახლეები