ირინა შეიკი: კრიშტიანუს გვერდით თავს უბედურად ვგრძნობდი, ის ზედმეტად ინფანტილური იყო

ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი, “ოქეისთან” ინტერვიუში მის საქმროსთან, კრიშტიანუ რონალდოსთან განშორების მიზეზებზე ალაპარაკდა.
როგორც აღმოჩნდა, 5 -წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების ინიციატორი თავად შეიკი აღმოჩნდა. ცნობილი ფეხბურთელი მისთვის ზედმეტად ინფანტლური აღმოჩნდა, ამასთან, ის ვერც “საოცნებო მამაკაცის” იდეალს აკმაყოფილებდა.
“ჩემი იდეალური მამაკაცი სამართლიანი და სანდო ადმაიანი უნდა იყოს. მან უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა მოეპყროს ქალს. მე არ ვენდობი იმ მამაკაცებს, რომლებიც გვაიძულებენ, თავი უბედურად ვიგრძნოთ. იცით, რატომ? ისინი ბიჭები არიან და არა მამაკაცები”,-განაცხადა ცნობილმა მოდელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები