ირინა შეიკის სკანდალური აღიარება

რუსი მოდელი, 29 წლის ირინა შეიკი მშვენიერი ტანით გვხიბლავს. თუ დღემდე ფიქრობდით, რომ გემრიელ კერძებზე უარს ამბობს, ეს ინტერვიუ ნამდვილად გაგაკვირვებთ.
ჟურნალ Viva magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარებს, რომ სპორტდარბაზში ყოველ დღე ვარჯიშობს.
“საჭიროა, სხეული გიყვარდეს, პატივს სცემდე და მოუარო. კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ. სპორტდარბაზს ყოველ დღე ვსტუმრობ. თავს ვარიდებ ისეთ ვარჯიშებს, რომელიც კუნთს აჩენს – ფოკუსირებას სირბილზე, პილატესა და ველოსიპედზე ვაკეთებ. ხშირად მეკითხებიან რა უფრო უპირატესია სამსახური თუ პირადი ცხოვრება? ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შენი სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, ბალანსია საჭირო – ცხოვრებით უნდა ტკბებოდე”, – ვკითხულობთ ინტერვიუში.

წყარო: info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები