ირანში ლიონელ მესი დააკავეს?

ირანში ლიონელ მესის ორეული დააკავეს. 25 წლის ​სტუდენტი რეზა პარასტეში არგენტინელ ფეხბურთელთან, ლიონელ მესისთან მსგავსების გამო ცნობილი გახდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფოტოების ნახვის შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილს პარასტეში ცნობილ ფეხბურთელში აერია.
ინციდენტი ქალაქ ჰამადანში მოხდა. ქუჩაში რეზა პარასტეშთან სელფის გადაღების იმდენი მსურველი შეგროვდა, რომ პოლიციამ ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ჩათვალა.​მესის ორეული 25 წლისაა. ის ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც მესის მაისურით ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ, მან თმის შეჭრა დაიწყო და მესის მსგავსად წვერი მოუშვა. პარასტეში ამბობს, რომ მას „ირანელ მესის“ უწოდებენ და ისიც ცდილობს, ცნობილი ფეხბურთელის მანერები გაიმეოროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები