ირაკლი საღინაძე: „ხელოვნური სუნთქვა“ იქ დაბრუნდება, სადაც დაიბადა

“იმედი მაქვს, „ხელოვნური სუნთქვა“ სწორედ იქ დაბრუნდება, სადაც დაიბადა”,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ხელოვნური სუნთქვა“ არის პროექტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს გაგრძელებას.
„სამწუხაროდ, ჯერ არ დგას საკითხი ისე, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ. ამ ეტაპზე, ვეძებთ პასუხს კითხვაზე, საერთოდ იქნება თუ არა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენსა და „პირველი არხის“ წარმომადგენლებს შორის გარკვეული კონტაქტები შედგა. რეალურია თუ არა, არ ვიცი, რადგან გუშინ ძალიან უცნაური კატეგორიულობით უარყვეს ამ კონტაქტების არსებობა. ვფიქრობ, „ხელოვნური სუნთქვა“ არის პროექტი, რომელიც იმსახურებს გაგრძელებას. იმედი მაქვს, რომ „რუსთავი 2“-ზე შექმნილი პრობლემები მოგვარდება და სწორედ იქ დაბრუნდება ეს პროექტი, სადაც დაიბადა”,-განაცხადა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ირაკლი საღინაძემ.
​შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაყურებლის საყვარელი სერიალი „პირველი არხის“ საეთერო ბადეში გაგრძელდებოდა, თუმცა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები