ინდოელი გოგონა ვეფხვის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა – მომხდარიდან მალევე კი სელფი გადაიღო

23 წლის ინდოელი გოგონა რუფალი მეშრა, რომელსაც ვეფხვი დაესხა თავს, სასწაულებრივად გადარჩა.
მეტიც, გოგონამ მომხდარიდან მალევე, დედასთან ერთად, სელფი გადაიღო. ფოტოზე მას სახე სისხლით აქვს დაფარული.
როგორც გოგონას მონაყოლიდან ირკვევა, მას თხის ხმა შემოესმა, სახლში გაიქცა, ჯოხი აიღო და ვეფხვს შეუტია, რის შემდეგაც, ვეფხვი გოგონას თავს დაესხა. შემთხვევისას გოგონას დედაც დაშავდა, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა.
დედა-შვილმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
როგორც გოგონას მკურნალი ექიმი ამბობს, რუფალის ძალიან გაუმართლა, რომ ის ცხოველმა არ დაგლიჯა და მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

წყარო: BBC

კომენტარები

სხვა სიახლეები