ინდოეთში ქალმა პირველად 72 წლის ასაკში იმშობიარა

ინდოეთში მცხოვრებმა დალჯინდერ კაურმა პირველი შვილი 72 წლის ასაკში გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, კაური ქორწინებიდან 46 წლის და მენოპაუზის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ დედა გახდა.
ინდოელი ქალის მეუღლე 79 წლისაა. კაურის ოცნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურის შედეგად ახდა. ის მესამე პროცედურის შემდეგ დაფეხმძიმდა. ინ ვიტრო, ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება.
ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ კლინიკისთვის, სადაც გაკეთდა ეს პროცედურა, – მსგავსი შემთხვევა პირველი არაა. 2006 წელს იქვე 70 წლის პაციენტმა იმშობიარა, 2008 წელს კი – 66 წლის ქალმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები