ინდოეთში მამამ შვილს, პორნოს ყურების გამო, მაჯა მოკვეთა

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში დააკავეს კაცი, რომელმაც თავის 19 წლის ვაჟს მაჯა მოკვეთა, რადგან ის გადაჭარბებულად უყურებდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს. ამის შესახებ Outlookindia წერს.

45 წლის მუჰამედ კურეიში განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი შვილი ბევრ პორნოს უყურებს. მისი თქმით, მავნე ჩვევამ ბიჭის პროფესიულ წარმატებებზე და ჯანმრთელობაზე ზემოქმედება დაიწყო. ექიმებმა მაჯის მიკერება შეძლეს, თუმცა ხელის ფუნქცია სრულყოფილად ვეღარ აღდგება.

19 წლის ინდოელის მამას ბრალი შვილის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები