„იმდენი წელია არსად არ მიმღერია, მგონია სცენიდან გადმოვვარდები“ – ნინა წკრიალაშვილი საახალწლო კონცერტზე იმღერებს

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ნინა წკრიალაშვილი საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ამის შესახებ ნინამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად თავად გაუმხილა და მადლიერებაც გამოხატა მერიის კულტურის სამსახურის მიმართ.
– დამირეკეს. ჯერ გამიკვირდა, მერე ძალიან გამიხარდა, იმედენი წელია არსად არ მიმღერია, ასე მგონია სცენიდან გადმოვვარდები (იცინის). ხმა ხომ ისედაც არ მაქვს, სმენა კი მაქვს, მაგრამ ამხელა პაუზის შემდეგ მგონი ეგეც დავკარგე.

– მგონი ვიცი რა სიმღერას მღერი…

აბა რას?

– „თეთრი რელსები“.

– შენ ისიც გეცოდინება ვისთან ერთად ვმღერი…

– კი. შენ, ნინო ძოწენიძე, ნინო ჩხეიძე, ბესო კალანდაძე და ზურა დოიჯაშვილი.

– ჰო, ანსამბლი ვართ ფაქტიურად (იცინის)… ხუმრობა იქით იყოს, მართლა ძალიან გამიხარდა რომ დამირეკეს. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება რეპეტიციები. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომღერლების შერჩევა აღარ მოხდება პოლიტიკური ნიშნით. ყოჩაღ კახის! მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა, მგონია, რომ კარგი მერი იქნება.

– რაზე ატყობ?

– ყველაფერზე. მონდომებაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ქალაქის განათებაზე, მიდგომაზე, გემოვნებაზე. ყველაფერი აქვს ნანახი, იცი კარგისა და ცუდის გარჩევა. გვერდით ჰყავს ახალგაზრდა ლამაზი დიზაინერი მეუღლე, რომელიც კიდევ უფრო ახალი თაობის იდეებს მიაწვდის. პირველად ვაქებ პოლიტიკოსს ბოლო ხუთი წელია. არასდროს არ შევმცდარვარ და არც ახლა შევცდები. თუ გინდა საქართველოს მომავალსაც გიწინასწარმეტყველებ (იცინის).

– ეგ სხვა ინტერვიუში. ახლა მითხარი, რომელ სცენაზე მღერი ახალი წლის ღამეს?

– არ ვიცი, ალბათ ყველაზე შორს გამიშვებენ, მაგრამ არ დავეძებ.

– მე ვიცი რომ „ძველ თბილისში“ იმღერებ.

– მართლა? ძალიან კარგი. 5 წელი ია მაქაცარია ამბობდა, ნინა თბილისს არ უხდებაო და რა ვიცი, ახლა მოვუხდი ალბათ…

– მეტყვი, რა არის შენი ჰონორარი ამ კონცერტზე?

– არ ვიცი, არც მიკითხავს. ისე გამიხარდა რომ უნდა ვიღერო… ვიცი რომ ასეთი ღონისძიებები არ ჯდება იაფი და ნამდვილად ვერ დავიწყებ ჰონორარზე ვაჭრობას. მე შორს, სხვა ქალაქებში წასვლა მეზარება დაბალ ჰონორარზე, თორემ თბილისში უჰონორაროდაც ვიმღერებ. არ არის პრობლემა, ახალი წელია და ვიცი, რომ ქვეყანაში კრიზისია.
წყარო:Read more at http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები