ილო ბეროშვილის ყოფილი მეუღლე, ტელეწამყვანი ნელი აგირბა ოჯახის დანგრევის შემდეგ მიღებულ სტრესზე ლაპარაკობს

აგირბამ, იმ მეთოდებზე ისაუბრა, რომლითაც ის მისი ცხოვრებაში არსებულ რთულ, დეპრესიულ მდგომარეობას ებრძოდა.
“ილოს გავშორდი თუ არა მაშინვე არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ გარეგნობაზე მეზრუნა. პირველ ეთერში საკუთარი თავი, რომ დავინახე ჯერ შემეშინდა. ამიტომ გარეგნობის შეცვლა გადავწყვიტე. 13 კილო დავიკელი, გავხდი, გავიპრანჭე და ბევრი სელფის გადაღება დავიწყე. მეგონა ფოტოებში მაგრად გამოვიყურებოდი, ამ დროს კი სტრესში ვიყავი. მეგობარმა დამირეკა რა დრეში ხარ “ფეიბუქზე” ხომ შვიდობა გქვსო. მაშინ მივხვდი, რომ მართალი იყო. როცა ბედნიერი ხარ, სოციალური ინტერაქცია არ გჭირდება, მით უმეტეს იმ დოზით რასაც მე ვაკეთებდი. მერე დავიწყე ფიქრი, შინაგანი წონასწორობის დაბრუნებაზე. პოლარობების პროცესს მივმართე, რაც ნახევრად ფსიქოთერაპიულია. შემდეგ კი იოგა დავიწყე. ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ყოველთვის რთულია, რადგან სამყაროს აღქმას ერთი დიდი აგური ეცლება, ნგრევას იწყებს და ბალანსი უნდა იპოვო. მგონი მე ეს გამომივიდა – უკვე ყველაფერი დავაბალანსე”, – აბობს ნელი აგირბა ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები