ილონ მასკმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია

ბიზნესმენმა ილონ მასკმა თოქშოუს პირდაპირ ეთერში კანაფი მოწია. ეს პოპულარული ამერიკული შოუს „PowerfulJRE»-ის ეთერში მოხდა. ორსაათიანი ინტერვიუს მიმდინარეობისას, გადაცემის წამყვანმა მარიხუანის შემცველი სიგარეტის მოწევა დაიწყო, რითაც მასკის გაკვირვება გამოიწვია. მასკმა ჰკითხა თუ რა ნარკოტიკი იყო და წამყვანმა მას მოწევა შესთავაზა. სტუმარი დასთანხმდა, თუმცა მანამდე იკითხა, ლეგალური იყო თუ არა ამის გაკეთება კალიფორნიის შტატში.
კალიფორნიაში მარიხუანა ლეგალიზებულია. კანონის მიხედვით, შტატის მცხოვრებლებს, რომლებსაც 21 წელი შეუსრულდათ, აქვთ უფლება, 30 გრამამდე კანაბისი შეინახონ.
დასავლურ მედიაში დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი დიდი ხანია მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარს.

კომენტარები

სხვა სიახლეები