იაპონიაში დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ მუცლებს ატარებდნენ

იაპონიაში დეპუტატმა კაცებმა ორი დღის გამავლობაში სპეციალური ჟილეტები მოირგეს, რომლებზეც ხელოვნული მკერდი და მუცელი იყო მიმაგრებული.

ინიციატივის მიზანი ორსული ქალების პრობლემების გათვითცნობიერება იყო.

თითო ჟილეტი 7,3 კილოგრამს იწონიდა. ამის შესახებ გამომცემლობა Vice წერს.
„ადგომა, დაჯდომა, უკან გახედვა და სხვა ჩვეული მოძრაობების კეთება ტანჯვის ტოლფასი იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა.
„სახლში ყოველდღიური საქმეების კეთება რთული იყო, მაგალითად, აბაზანის გაწმენდა და ფრჩხილების დაჭრა“, – აღნიშნა მეორე დეპუტატმა.
ინიციატივის ავტორი დეპუტატი – ტაკაკო სუძუკი იყო. მისი აზრით, ექსპერიმენტი კანონმდებლებს სამუშაო ადგილას ორსულების დისკრიმინაციის პრობლემის გაგებაში დაეხმარებოდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უბრალოდ სპექტაკლია და მთავრობამ ორსულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას.

კომენტარები

სხვა სიახლეები