იანა შევცოვა რეპერი გუფისგან ორსულადაა

18 წლის იანა შევცოვა, რომელთანაც რეპერმა გუფმა ქეთა თოფურიას უღალატა, ისევ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. გოგონა, რომელიც პროექტის „სახლი-2“-ის მონაწილე გახდა, განაცხადა, რომ კვლავ იმყოფება რეპერთან სექსუალურ ურთიერთობაში და მისგან შვილს ელოდება.
როგორც ჩანს, გუფს ეს ინფორმაცია ძალიან არ მოეწონა, რადგან მან სკანდალური ქალი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ უცენზურო სიტყვებით შეამკო.
„უბრალოდ ძუკნაა…ნამდვილი ძუკნა“, – ამბობს რეპერი.
იანას ასეთი შეფასება აშკარად არ ესიამოვნა, საპასუხოდ მან რამდენიმე „სთორი“ გამოფინა, სადაც გუფის მიმართ მუქარები და შეურაცხყოფებია.
„ომი გინდა? მიდი, ელოდე სიახლეებს, იდიოტო, ავადმყოფო, დამპალო. ცხოვრება არ მინდა, შე ნაგავო და არა გუფო“, – ამბობს საპასუხოდ შევცოვა.
აღსანიშნავია, რომ ორსულობის დამადასტურებელი რაიმე ცნობა მას არ წარუდგენია. ამასთან, როგორც ცნობილია, შევცოვა რამდენიმე თვის წინაც აცხადებდა, რომ გუფისგან ორსულად იყო, თუმცა რადგან რეპერს ბავშვი არ უნდოდა, მისი მოშორება მოუწია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები