თქვენ რა გესმით – რის გამო იხდის ბოდიშს აშშ-ის საჰაერო ძალები(ვიდეო)

სამშაბათს, “ტვიტერის” მეშვეობით გავრცელებული ჩანაწერის გამო, რაც სახუმარო პოსტი იყო და თალიბანის მებრძოლების განადგურებისკენ იყო მიმართული. საუბარია ჩანაწერზე, რომლის მოსმენისას ზოგს „იანი“, ზოგსაც კი „ლორელი“ ესმის. იუმორისტული პოსტის მიხედვით, თალიბანის მებრძლებში ჩანაწერს ურთიერთდაპირისპირება უნდა გამოეწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ესმოდათ ჩანაწერში.
აშშ-ის საჰაერო ძალების ტვიტერზე, ხსენებული აუდიო ჩანაწერი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ავღანეთის ქალაქ ფარაში ინტენსიური ბრძოლები გაიმართა თალიბანის მებრძლებსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. არსებული ინფორმაციით, ჩანაწერი იმ ავღანელ მებრძლებს ეძღვნებოდათ, რომლებიც უკვე 16 წელია, რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველად აუდიო ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში ამერიკელმა უფროსკლასელმა 11 მაისს განათავსა, რასაც დებატები მოყვა.
მოგვიანებით, იგივე ჩანაწერის ამერიკის საჰაერო ძალების ტვიტერის გვერდზე გამოჩენის შემდეგ, პენტაგონმა პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა უკბილო ხუმრობის გამო.
ლინგვისტი რეიჩელ გუტმანი გვიხსნის, თუ რატომ გვესმის ზოგს “ლორელ” და ზოგს – “იანნი”.
ფონეტიკური მახასიათებლების შესწავლაში გუტმანს ბრაუნის უნივერსიტეტის ფონეტიკოსი ჩელსი სანკერი დაეხმარა. ჩელსიმ სპექტროგრამა შეისწავლა და მისი პირველი დასკვნა ასეთია: “ჩანაწერზე ცალსახად არც “ლორელია” ნათქვამი და არც “იანნი” “. “გაუგებრობა” ლ-სა და ი-ს შორის ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მოსაუბრის ენა არ ეხება მისი სასის უკანა კედელს. ამერიკული ინგლისურის მოსაუბრეები ლ-ს თქმისას ასე ხშირად იქცევიან. შუა თანხმოვანი “ნ” ნამდვილად არ არის და მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაიგონოთ, რომ მისი წინა ხმოვანი ცხვირისმიერადაა წარმოთქმული. მათ, ვისაც”ლორელ” ესმით, იმის გამო ესმით სიტყვის მეორე მარცვალში ‘ლ’, რომ ‘ლ’-ც და “იანნის” ბოლო ბგერაც წამღერებადია.
ამ დებატის ერთ-ერთი აღმოჩენაა, რომ ხმის ტონის შეცვლით იცვლება სიტყვა, რომელიც გვესმის.

კომენტარები

სხვა სიახლეები