“თუ თქვენი მეუღლე გცემთ, აკოცეთ მას ფეხზე” – “ექსპერტის” რჩევა, რომელსაც სკანდალი მოყვა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში, ერთ-ერთი გადაცემის დროს “ურთიერთობის ექსპერტმა” ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდა, რომ საკუთარ ქმრებს ფეხზე აკოცონ, რომლის შემდეგაც მამაკაცებს სტრესი მოეხსნებათ და გულის შეტევასა და ინსულტს თავიდან აიცილებენ.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მეუღლე ნარკომანია, თუ ის გცემთ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და თქვენს ცხოვრებაში სასწაულს იხილავთ”, – განაცხადა “ურთიერთობის ექსპერტმა”.
მომხდარ ფაქტს ირანელი ჟურნალისტი ისა საჰარჰიზი, საკუთარ “Twitter” ექაუნთზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “თუ გსურთ, რომ 1 თვეში თქვენი მეუღლე ენერგიაზე მოვიდეს, გაეცანით ექსპერტების რჩევებს, სახელმწიფო ტელევიზიის ექსპერტი ქალებს მოუწოდებს, რომ მეუღლეებს ფეხზე აკოცონ და მასაჟი გაუკეთონ”.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ტელევიზიის ქმედებები გააკრიტიკეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ბოდიში მოუხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები