თურქეთში ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ კონიას პარკში ატრაქციონი ჩამოინგრა, რის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავისუფალი ვარდნის იმიტაციის დროს ატრაქციონზე ბაგირები გაწყდა. გონდოლა ძირს ჩამოვარდა და რკინის პლატფორმას დაეცა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ინციდენტის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=2_UoR8_Ir24[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები