თვითმფრინავიდან სტიურდესა გადმოვარდა

მოსკოვში, ვუნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში, 23 დეკემბერს ავიაკომპანია Utair -ის თვითმფრინავიდან სტიურდესა გადმოვარდა. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აფრენის წინ თვითმფრინავს ამზადებდნენ, ქალს უკანა კარის დაკეტვის მომენტში ფეხი დაუცდა და ბაქანზე დაეცა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკომპანია დაზარალებულს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.
23 დეკემბერსვე, ამავე კომპანიის თვითმფრინავი რომელიც რეისს მახაჭკალის მიმართულებით ასრულებდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი ავზში საწვავის გაჟონვა გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები