თბილისში მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ჯიხურიდან ლეკვები გამოიყვანეს (ვიდეო)

მეხანძრე-მაშველებმა უდედოდ დარჩენილი ოთხი ლეკვი გადაარჩინეს. თბილისში, ერთ-ერთ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს, თუმცა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ჯიხურის ქვემოდან ლეკვების ხმა მოესმათ.

როგორც აღმოჩნდა ძაღლს ჯიხურის ქვეშ ბუნაგი ჰქონდა, სადაც ლეკვები ჰყავდა. მაშველებმა ჯიხურის ქვემოთ მიწისგან თხრილი გააკეთეს და ლეკვები უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები