ზურა ყიფშიძე: შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს

მსახიობი ზურა ყიფშიძე “კვირის პალიტრასთან” საუბარში ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს, – ამბობს მსახიობი, ასევე, აღნიშნავს, რომ ზოგადად ქვეყანაშია ცუდი მდგომარეობა.
„თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან… გავგიჟდით, ეტყობა… ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია – ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო,” – ამბობს მსახიობი.
ამასთან, ყიფშიძე იმედოვნებს, რომ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ყველაფერი გამოსწორებადია.
“ამისთვის პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს”, – ამბობს ყიფშიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები