ზოოპარკიდან საშიში მტაცებლები გაიქცნენ

 

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ლუნებახში მდებარე ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ ზოოპარკიდან გაქცევა ორმა ლომმა, ორმა ვეფხვმა, ლეოპარდმა და დათვმა შეძლეს, რის გამოც მტაცებლებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ნადირობა დაიწყო. შედეგად, გაქცეული დათვი ველური ცხოველების სპეციალისტებმა გაანეიტრალეს.
ცნობილია, რომ ზოოპარკი, საიდანაც ცხოველები გაიქცნენ ლუქსემბურგთან საზღვარზე მდებარეობს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მტაცებლები უკვე ლუქსემბურგის ტერიტორიაზე არიან გადასული.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, გაქცეული ლომებიდან ერთ-ერთის ლიკვიდაცია გახდა საჭირო ხოლო მეორე ლომი უვნებლად იქნა ვოლიერში დაბრუნებული.
ზოოპარკიდან ცხოველების მასობრივი გაქცევა მომხდარ შტორმს უკავშირდება, რა დროსაც ცხოველებმა ზოოპარკიდან გამოღწევა შეძლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები