“ზედმეტები მოიშორეთ!!!..კარგი იქნება თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ..”- ცაგარელი

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში კლებადი მთვარის შესახებ წერს და საზოგადოებას ცხოვრებისეული თემების დალაგებას ურჩევს:

“ჩემო მეგობრებო
ყველამ ვიცით, რომ კლებადი მთვარეა და ამ დროს ძალიან კარგია და შედარებით მარტივია ცხოვრებისეული თემების მოწესრიგება, დალაგება, ყველა ნივთის თავის ადგილზე განთავსება, ეს იქნება ოფისის თუ სახლის უჯრები, კარადები, საბუთები, ტანსაცმელები, ყველა კუთხე კუნჭული დაალაგეთ, ზედმეტები
მოიშორეთ!!!
შეიძლება ეს იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობები, თუ არადა ამას სატურნი მაინც გაააკეთებს, მაგრამ ეს იქნება მტკივნეული, დისკომფორტული, ამიტომ თქვენით მოაწესრიგეთ. კარგი იქნება თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ (21 მარტი) ახალი ასტროლოგიური წელიწადის დაწყებამდე, მერე სურვილებს ჩამოწერთ და დაიწყებთ ახალი სუფთა ფურცლიდან ცხოვრებას.
სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება და სატურნისეული წესრიგი ყველას ოჯახში”.-წერს ცაგარელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები