ვოლსკი ბოკერიას: თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი – გია ვოლსკი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი – გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს თავის რიგებში კომუნისტური პარტიის წევრები ჰყავს და მათ შორის არის გია ვოლსკიც. საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

“რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს – არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას. არიან პატრიოტები, რომლებსაც, თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

კომენტარები

სხვა სიახლეები