“ვკვდები, ჩემი უკანასკნელი ვიდეო…” – თურქი ბიჭის ემოციური ვიდეო ნანგრევებიდან

“ვკვდები, ეს არის ჩემი უკანასკნელი ვიდეო” – ამ სათაურით გაავრცელა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილმა ბიჭმა ვიდეომიმართვა.
ადიამანში მყოფ თაჰა ერდემს ეგონა, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში დაიღუპებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, სტიქიური უბედურებიდან 2 საათის შემდეგ მეზობლებმა და ნათესავებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რასაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები