ვიქტორ სანიკიძის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე–19–ე პაციენტი გარდაიცვალა. იგი ქართველი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაა.

როგორც ცნობილია 65 წლის რუსუდან ტომარაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა, რაც ვირუსმა კიდევ უფრო გაამწვავა და დადგა ფატალური შედეგი.

დღეისათვის საქართველოში Covid-19-ის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები