ვინ იქნება შემდეგი ჯეიმს ბონდი – ბუკმეკერების ვერსიები ​(ფოტოკოლაჟი)

ბუკმეკერებმა იმ მსახიობების გვარები დაასახელეს, რომლებიც შემდეგი ჯეიმს ბონდის როლის შესრულების პრეტენდენტები არიან. ამის შესახებ გამოცემა “The Mirror” იუწყება.
ბუკმეკერების ვარაუდით, თუკი აგენტი 007-ის როლზე ჯასტინ ჰარტლის შეარჩევენ​, ეს ნამდვილი შოკი იქნება. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატები ჯეიმს ჰარტლი, ტომ ჰიდსლტონი და რიჩარდ მედდენი არიან. შედარებით ნაკლები შანსები მსახიობებს, ჯეიმს ნორტონს, ტომ ჰარდის და იდრის ელბას აქვთ.
25-ე ფილმი ბონდის შესახებ ბოლო იქნება, რომელშიც მთავარი გმირის როლს დენიელ კრეიგი ასრულებს. ბონდიანას ამ ეპიზოდის გამოსვლა მსოფლიო ეკრანებზე 2020 წლის აპრილშია დაგეგმილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები