ვინ თაღლითობდა ლავას ოღლის სახელით

ვისი დავალებით გროვდება ფული „ქურდული ობშიაკისთვის“ ქვემო ქართლში და ვინ არიან ქართველი კიმინალები, რომლებიც საფრანგეთში განაჩენს ელოდებიან

რამდენიმე კვირის წინ, ერთი უცნაური რამ მოხდა. ჩემთან რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა, სოფლებში ფულს აგროვებენ, ასე ამბობენ, ნადირ სალიფოვმა, იგივე ,,გულუმ” 10 ათასი დოლარი მოითხოვა და უნდა ჩავურიცხოთო. ფულს კონკრეტული პირი აგროვებდა და ამბობდა, რომ ის კონკრეტული მუნიციპალიტეტის ,,მაყურებლად” დანიშნა ,,გულუმ” და ხარკის აკრეფაც მას დაავალა.

სხვათა შორის, დათქმული თანხა მალე შეგროვდა და ის ქვემო ქართლში მცხოვრებ სალიფოვების ნათესავს მიუტანეს ,,გულუსთვის” გადასაცემად. დავინტერესდით, რა ხდებოდა რეალურად და საბოლოოდ, კულუარულად შემდეგი გავარკვიეთ _ სალიფოვის ნათესავმა ფულის მიტანა გაიკვირვა, შემდეგ ,,გულუს” დუბაიში შეეხმიანა და მომხდარის შესახებ ამცნო.

თურმე, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქურდმა ბევრი იცინა, შემდეგ კი ნათესავისთვის უთქვამს, რადგან მოგიტანეს, დაიტოვე, გქონდეს, მაგრამ მომტანს უთხარი, ჩემი სახელი არაფერში გამოიყენოს, თორემ დავსჯიო ანუ გამოვიდა ისე, რომ ვიღაცამ საკუთარი ინიციატივითა და სალიფოვის სახელით მოაგროვა ათი ათასი, მიიტანა ქურდის ნათესავის ოჯახში და სანაცვლოდ მაყურებლის სტატუსი სურდა, რომელიც ვერ მიიღო.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაცები თანხას აგროვებენ და ქურდების სახელით მოქმედებენ, დამაფიქრებელია. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ეს არ იქნებოდა ერთეული შემთხვევა და მოხალისეები კიდევ გამოჩნდებოდნენ. ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ჩვენი ვარაუდი გამართლდა _ სამართალდამცველებმა ერთბაშად ათი ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. უფრო კონკრეტულად კი, ცხრა პირი თავისუფლებაზე დააკავეს, ერთს კი ბრალი პირდაპირ ციხეში წაუყენეს ანუ ერთ-ერთი ციხიდან აკონტროლებდა სიტუაციას, იქიდან რეკავდა, ემუქრებოდა… დანარჩენები გარეთ მოქმედებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასეთია სამართალდამცავთა ინფორმაცია.

მათივე ცნობით, თანხა ,,კანონიერი ქურდისთვის” _ მინდია ლავას ოღლისთვის გროვდებოდა (ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მინდია გორაძემ ოფიციალურად გადაიკეთა გვარი და ლავას ოღლი გახდა ანუ ეს მისი მეტსახელი აღარ არის, გვარია).

 
ყველაფერ ამას მყისიერი რეაქცია მოაყოლა ლავას ოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, კობაიძის განცხადებაში უცნაური არაფერია და რაც მთავარია, მისი სიტყვები სიმართლესთან ძალიან ახლოსაა.
 
,,მინდია ლავას ოღლი თურქეთის ციხეშია და ცხრა თვეა, სასჯელს იხდის. მას აკრძალული აქვს ნებისმიერი კონტაქტი გარესამყაროსთან და კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება”, _ განაცხადა კობაიძემ.

სრული ვერსიის ნახვა:

კომენტარები

სხვა სიახლეები