ვინ არის 23 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა (ფოტოკოლაჟი)

ეს ამბავი 1986 წელს, პაკისტანში, ქალაქ ყარაჩიში მოხდა. რადიკალური ისლამისტების დაჯგუფება ამერიკული ავიაკომპანია Pan American-ს თვითმფრინავს თავს დაესხა და რომ არა ბორტგამცილებელი ნირდჟა ბხანოტი, ასობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გარდაიცვლებოდნენ. სწორედ ამ უშიშარმა გოგონამ დაუფიქრებლად გადაარჩინა სხვები, თავად კი, თავდამსხმელებს ემსხვერპლა.
ნირდჟამ საშუალო სკოლა დაამთავრა, მუშაობდა მუმბაიში. გარკვეული პერიოდი სამოდელო კარიერაში მოსინჯა თავი. ის არაერთ ცნობილ ბრენდს წარადგენდა.
1985 წლის მარტში ნირდჟა გაათხოვეს. გადაწყვეტილება წყვილის მშობლებმა მიიღეს, თუმცა გოგონას ქმარი მზითევით უკმაყოფილო დარჩა და 2 თვის შემდეგ ნირდჟა მშობლებს დაუბრუნდა. 3-13
წარუმატებელი ქირწინების შემდეგ, მან ბორტგამცილებლად ავიაკომპანია Pan American-ში დაიწყო მუშაობა. ბხანტი ახალ სამსახურს ადვილად მოერგო.
ის უფროსი ბორტგამცილებელი იყო რეისზე – PA 73, როდესაც მუმბაიდან 5:00 საათზე აფრენილი თვითმფრინავი პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში დაეშვა. ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ტყვედ აიყვანა.
ნირდჟამ სისხარტე თავიდანვე გამოიჩინა. მან შეძლო პილოტის გაფრთხილება, რის შემდეგაც მან თვითმფრინავი სათადარიგო ლუქიდან დატოვა და ფაქტი ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა.
თავდაპირველად ტერორისტებმა დახვრიტეს ყველა, ვინც თქვა, რომ ამერიკელი იყო, შემდეგ მგზავრებს პასპორტები მოსთხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბორტზე აშშ-ს სხვა მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. თუმცა, ზუსტად ამ მომენტში, ბორტგამცილებელმა მოასწრო და მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთები ნაგვის ლუქში გადამალა. სწორედ ამის გამო, ისლამისტებს მგზავრებიდან აღარავინ მოუკლავთ.
პაკისტანის პოლიციამ მალე თვითმფრინავზე შტურმი დაიწყო. ამ დროს ბორტგამცილებელმა გოგონამ სიტუაციით, შექმნილი ქაოსით ისარგებლა და თავადვე ცდილობდა მგზავრების ევაკუაციას, რაც შეძლო. ის არც ტყვიებს ერიდებოდა. ცოტა ხანში ის, თვითმფრინავის დატოვებას ცდილობდა, როდესაც შენიშნა სავარძლების უკან დამალული სამი ბავშვი, მათ ბორტის დატოვების ეშინოდათ.
ბხანოტი უკან მიბრუნდა, თუმცა, გოგონა ტერორისტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს. ბორტგამცილებელი ბავშვებს გადაეფარა. მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, თუმცა სანამ ბორტს დატოვებდა, თავდამსხმელებისგან ბავშვებიც დაიცვა და მათ ბორტის დატოვებაში დაეხმარა.
ამის შემდეგ ნირდჟა გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მის მიერ გადარჩენილი ბავშვებიდან, ერთ-ერთი ბიჭი მოგვიანებით პილოტი გახდა.
ნირდჟა ბხანოტი აშოკ ჩაკრას ირდენით დააჯილდოვეს. ეს ინდოეთში უმაღლეს ჯილდოდ ითვლება და მას მხოლოდ გმირებს ანიჭებენ. ბორტგამცილებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, ვისაც ეს ორდენი და გმირის სახელი ხვდა წილად.
1-18 (1) 4-11 (1)

კომენტარები

სხვა სიახლეები