ვინ არის ყველაზე სექსუალური ქალი საქართველოში

რამდენიმე კვირის განმავლობაში reitingi.ge-ზე სექსუალური ქართველი ვარსკვლავების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 3829 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულის მფლობელი შორენა ბეგაშვილი გახდა.
„სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ასეთ ნომინაციაში პირველ ადგილზე ხარ. ქალი ყოველთვის სასურველი უნდა იყოს, მიმზიდველი და მოვლილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში მოღვაწეობს“, -აღნიშნა ბეგაშვილმა.

ყველაზე სექსუალური ქალების სიაში მეორე ადგილზე ქორეოგრაფი ჯულიანა ბარ-გნარი გავიდა.

„მე უფრო სპორტული მიღწევები და ცეკვები მაინტერესებს და ამ ნომინაციაში რომც არ მოვხვედრილიყავი, დიდად არ მეწყინებოდა. ჩემი თავი საყვარელი და ნაზი მგონია და სექსუალური რამდენად ვარ, ეს ალბათ მამაკაცებს უნდა ვკითხოთ. ჩემთვის მთავარია ნებისმიერ სიტუაციაში ბუნებრივი ვიყო“,-განაცხადა ჯულიანამ.
სექსუალური გოგონების სიაში ასევე მომღერალი მარიტა როხვაძე, მოდელი თამუნა ვაშალომიძე და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი მოხვდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები