ვინ არის ლევან ჯიბღაშვილის ახალი რჩეული? (ფოტო)

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 30 იანვარს 30 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღე მსახიობმა „ოტიუმში“ გადაიხადა. სწორედ ამ წვეულებაზე გამოაჩინა ლევანმა ახალი რჩეული. ჭორები იმის შესახებ, რომ ლევანი კვლავ შეყვარებულია, დადასტურდა. მისმა ზოგიერთმა მეგობარმა ეს ამბავი მაშინ შეიტყო, როცა დაბადების დღეზე თეთრ კაბაში გამოწყობილ მომხიბვლელ გოგონას ლევანმა ყველას დასანახად აკოცა.

სალია სულხანიშვილი, ასეა დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში გოგონა, რომელთან ერთადაც „პრაიმტაიმმა“ ლევანის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები მოიპოვა. როგორც ჩანს, მსახიობი ისევ მასზე ასაკით უმცროსმა გოგონამ გაიტაცა. გთავაზობთ სალის ფოტოებსა და კადრებს, რომელიც ლევანის დაბადების დღეზეა გადაღებული.

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები