ვინ არის იდუმალი დუდუ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” – “ცხოვრებაში გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ”

“ჩემი ცოლის დაქალებში” მთავრი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სახასიათო და საინტერესო სახეს ქმნის, მაგრამ დუდუს გამოჩენა ეკრანზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ის მეგობარს, ქალბატონ მაკას (მსახიობი ნინო კასრაძე), რომელიც ადრე თურმე მოსწონდა, გასაჭირში გვერდში უდგას. დუდუ მაკას ერთადერთი იმედი და დასაყრდენი ძალაა. ისიც ამართლებს მის იმედებს, ყოვლისშემძლე მამკაცია და ლამის “სუპერმენიც”, ყველანაირ რთულ პრობლემას მაშინვე უგვრებს. ამის ფონზე კი სერიალის მაყურებელი უკვე ასე ხუმრობს: ახლა დუდუს დაურეკვ…

რეალურად კი ეს ადამიანი უშიშროების სამსახურის თანამშრომნელია, რომლის როლსაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ასრულებს. ის ახლა ჩვეს კითხვებს პასუხობს.

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ასახიერებთ, არ არის მთავრი გმირი, საინტერესო ტიპაჟია. როგორ გგონიათ, რა იწვევს მის მიმართ მაყურებლის ინტერსს?
– არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამ სერიალს იშვიათად ვუყურებ, ერთი-ორჯერ ინტერესის გამო შევხედე, – აბა, რას წარმოვადგენ-მეთქი? მაგრამ ჩემი ხმა რომ გავიგე და ამასთან, საკუთარი თავი ეკრანზე დავინახე, არ მესიამოვნა და გადავრთე. ალეკო ბეგალიშვილის მიმართ კრიტიკული ვარ.
თავიდან ამ გმირის ტექსტი რომ წავიკითხე, ვერ მივხვდი, რა ტიპი იყო, საერთოდ, რა კაცთან მქონდა საქმე და პირველ გადღებაზე დავიბენი, – რა უნდა მეკეთებინა, არ ვიცოდი. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ ქალის მიმართ სიმპათიები აქვს, თან, რაღაც გავლენიანია, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე, ვინ იყო. ბოლოს სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ მითხრა, ისე, რომ იცოდე, ეს ტიპი უშიშროების თანამშრომელია… ამის მერე უკვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. კომუნისტების დროს ეგენი მაგარი ცუდი ტიპები იყვნენ…
მაგრამ ახლა ეს კაცი, რომელსაც ვთამაშობ, მისი პერსონაჟი საით და როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის. ეგ სცენარისტის საქმეა, – ჰო, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამბავს მის გარშემნო როგორ გაავრცობს, დაანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა.

– მსახიობ ნინო კასრაძის უშუალო პარტნიორობა გიწევთ. ეს თქვენი პირველი თანამშრომლობაა, თუ სხვა დროსაც გითამაშიათ ერთად?
– მე და ნინო ერთმანეთს 1988 წლიდან, თეატრალური ინტიტუტიდან ვიცნობთ. მე მუსიკალური კომედიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სადაც მიღება 4 წელიწადში ერთხელ იყო. პირველი კურსი რომ დავხურე, ჯარში გამიწვიეს. იქიდან რომ დავბრუნდი, მეორე კურსი “მუსკომედიას” არ ჰქონდა და ამიტომ აკაკი გაწერელიას ჯგუფთან ერთად დამსვეს, მაგრამ ოსტატობას, ანუ მუსკომედიას, მეოთხე კურსელებთან გავდიოდი, დანარჩენ საგნებს – გაწრელიას ჯგუფთან, რომელშიც სწავლობდნენ: ნიკა თავაძე, ნინო კასრაძე, ნატო მურანიძე, – ძალიან მაგარი “სასტავი”. გამიმართლა, რომ ამ ხალხთან ერთად აღმოვჩნდი. ხომ ვამბობ, ნინოც მაშინ გავიცანი. მერე მე მუსიკისა და დრამის თეატრში მოვხვდი, ის – რუსთაველის თეტარში, გზები გაიყარა, ცოტა ხნის წინ ნუცა ალქსი-მესხიშვილმა თავის ფილმში დამიძახა, სადაც ნინოსთან მომიწია თამაში, პატარა სცენა იყო, სუფრასთან ვსხდევართ… მოკლედ, ამდენი წლის შემდეგ ასე შევხვდი ნინოს, რომელიც მაგარი პარტნიორია. ისიც გამიხარდა, რომ სერიალში ერთად ვართ. გარდა ამისა, ძალიან თბილი და ასე ვთქვათ, “ჯიგრული” ურთერთობა გვაქვს…

– თავიდან ამ როლზე რომ დამიძახეს, დავიბენიო, – აღნიშნეთ. საინტერესოა, გაქვთ თუ არა ცხოვრებაში დუდუს მსგავსი თვისებები?
– არანაირად, რას ლაპორაკობთ?! აბსოლუტურად კავშირში არ ვარ მასთან. დუდუ სულ სხვა ტიპია, მე კარგი გაგებით, “ბრადიაგა” კაცი ვარ (იღიმის). ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ბოთლებში თავჩარგულს მძინავს-მეთქი, მაგრამ ზურგზე გადებული გიტარა და “წავედით ბიჭებო, სადმე ვიქეიფოთ, დავლიო, დრო გავატაროთ,” – ეს ამბავი მახასიათებს. ბოჰემური ცხოვრება თუ რაღაც, ჩემი სტილია… გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ.

– გიტარა ახსენეთ, როგორც ჩანს, მუსიკა გიყვართ…
– ადრე “ბითლზებით” ვიყავი გატაცებული და ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა. ვუკრავდით. მერე ყველა თავის პროფესიას გაჰყვა. ის ყველაფერი უფრო გატაცება იყო. ისე, გიტარას ახლაც ვაჩხაკუნებთ. დღესაც, თეტრში რაღაც ჯგუფივით გვაქვს და თავისუფალ დროს ვუკრავთ ხოლმე. საერთოდ კი მუსიკა ოჯახიდანაც მომყვება, ჩვენთან ყველა მღეროდა…

– ცნობილია, რომ მუსიკალური დრამისა და კომედიის თეტარში თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში ხართ დაკავებული და ამასთან, ამავე თეატრის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგალიშვილის შვილი ხართ…
– კი და ჩემი უმცროსი ძმაც, ბადრი ჩემთან ერთად არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ თეატრში გავიზარდეთ.

– მსახიობი მამის სამი ვაჟი და სამივე (ზურა, ალეკო, ბადრი) მსახიობი… მგონი, ესეც იშვიათი შემთხვევაა… თან, ყველანი მაგრები…
– რა ვიცი, ეგ ალბათ გენია (იღიმის). ისე, მსახიობი ძმები და მამ-შვილები სხვებიც არიან და გამონაკლისები არ ვართ.

– ძმები რითი ჰგავხართ ერთმანეთს?
– ანუ საერთო რა არის ჩვენ შორის? მე და ზურა (უფროსი ძმა) მანერებით ვგავართ, ბადრი მამისკენ არის ვიზულურადაც და მანერებითაც. იმის გამო, რომ ზურას ვგვარ, სულ ვცდილობ, ამ მსგავსებას გავექცე, მაგრამ ბოლომდე არ გამომდის. როდესაც ეკრანზე, საკუთარ თავს, ახლო პლანით ვუყრებ, იქაც ზურას ვიჭერ, არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, შიგნით რაც გაქვს, იმას ვერ გაექცევი…

– ეს უკვე გენეტიკაა…
– კი, მამასაც ყველა რაღაცით ვგავართ. ენამოსწრებული კაცი იყო, ენერგიული. ორი წელი გახდა, რაც აღარ არის…

– პირად საკითხებზე რა გვეტყვით.
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. გეტყვით, რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი – 12 წლის მარიამი და 10 წლის დათო. ჯერ პატარაები არიან, მაგრამ გოგო პანკიობისკენ იხრება, თვი გადაიპარსა, ბიჭს ჯექსონი მოსწონს და რაღაც ასეთი ტიპები არიან, ცოტა მოგიჟო. ჯერ თვითონაც არ იციან, რა უნდათ… იმედია, მალე გაერკვევიან…

 

წყარო: AMBEBI.GE

კომენტარები

სხვა სიახლეები