ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა და ერთი დაშავდა ავარია გუშინ საღამოს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა:

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდები შეიწირა.

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა  და ახლობლებს.

არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე  ვკარგავთ ახალგაზრდებს.

ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს ავარიის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გარდაცვლილები თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე და გენ­რი წახ­ნა­კია “ასპრია ფიტ­ნე­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

კომენტარები

სხვა სიახლეები